თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკისები: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა, საქმე კი, არსებით განხილვაზე გადავიდა.
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა დაასახელა ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი კვლავ აგრძელებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.
ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა დაცვის მხარე. ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო და საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად არ გადასცემოდა.
ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ქრთამის შეთავაზების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და დაპირება, რაც მან გასცა, გულისხმობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაღებას.
მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით კი, ზოდელავას მხრიდან სუს-ის გამომძიებლის საქმიანობაში ხელშეშლას არანაირად არ ჰქონია ადგილი და ფაქტი, რასაც მას ედავებიან, პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. ბასილაიამაც მოითხოვა შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მურთაზ ზოდელავას მიმართ მის ქმედებაში დანაშაულის არ არსებობის გამო.
⭕💬 „ვერაფრით გაიმარჯვებთ, თუ საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს. არც მე არ მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 09 დეკემბერი, 2025
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
