ფეხბურთელი ლეო მესი და მისი მამა, ორასიო მესი 2007-2009 წელბში გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს, რაც საერთო ჯამში 4,1 მილიონ დოლარს უტოლდება.
ფეხბურთელი ციხეში არ ჩაჯდება და სასჯელი შინაპატიმრობით შემოიფარგლება. ესპანეთის კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს დანაშაული პირველად აქვს ჩადენილი, მისი სასჯელი 2 წელს არ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოზე სპორტსმენმა განაცხადა, რომ სწორედ ხორხე ორასიო მესი იყო დაკავებული მისი ფინანსური საქმეებით და თავად გადასახადების თემით არასოდეს არ დაინტერესებულა.

