LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვა

268

საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენს ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვა. ამის შესახებ „ეროვნული ფრონტის“  ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ ნანტერის სასამართლომ 11 სექტემბერს მიიღო.

მიზეზი ფრანგი პოლიტიკოსის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ძალადობის ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნება გახდა.

ფსიქიატრიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს სურს გაარკვიოს, შეუძლია თუ არა მარინ ლე პენს კონკრეტულ კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერს ბრალი ედება ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელებაში, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი იყო. საქმე ეხება 2015 წლის 16 დეკემბერს სოციალურ ქსელში მარინ ლე პენის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალადობრივი ქმდებები არის ასახული. მათ შორის არის ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეო მასალა.

თუ საფრანგეთის სასამართლო მარინ ლე პენს დამნაშავედ ცნობს, „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 75 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g