LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

127
BeFunky-collage - 2024-11-21T003839.576

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი, ირაკლი ანდღულაძეს 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს.

მათგან ამ ეტაპისთვის მხოლოდ 3 პირის სასამართლო პროცესი ჩატარდა. დარჩენილებს ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადა ხვალ დილით, 08:00 საათზე ეწურებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g