ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
საქმეზე არსებითი განხილვა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ბოლო სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დაასრულა. მხარეებმა ასევე ისარგებლეს რეპლიკით, განსასჯელებმა კი, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი, ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.
სასამართლოს განაჩენს ელოდებიან შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულები.
