LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი არ დააკმაყოფილა

machalikashvilidamargoshvili

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ტოგონიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, სუს-ს გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ. ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. ის 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

magti 5g