LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

68

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულის 2 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლების თაობაზე.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად, იმ საფრთხეების არარსებობას ასახელებდა, რომელიც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გულისხმობს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის, არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები