სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ადვოკატი ზვიად კუპრავას 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
კუპრავას თავდებში, რამდენიმე დეპუტატი – რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი თავდებში დაუდგნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.