LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები მძღოლებს ( ნაწილი პირველი)

248

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვა ინდივიდუალური საკითხია და ყველა თავისებურად მართავს სატრანსპორტო საშუალებას, არსებობს დაუწერელი წესები, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს. ავტომობილის მართვისას მძღოლს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ მის გარდა ირგვლივ უამრავი ადამიანი მოძრაობს და ნებისმიერმა მანევრმა შეიძლება საავარიო სიტუაცია შექმნას.

იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ სხვების სიცოცხლესა და საკუთარ თავს, აუცილებელია ვიცოდეთ გარკვეული წესები. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც გზაზე მეტ თავდაჯერებულობასა და გამბედაობას შეგვმატებს.

  1. გზა, მოსახვევი მარცხნივ. თქვენ დგახართ და ატარებთ საპირისპიროდ მომავალ ავტომობილს… არ აიღოთ საჭე მარცხნივ ნაადრევად. შეჯახება უკნიდან და თქვენ სიცოცხლეს გამოესალმებით. ამიტომ, მსგავს შემთხვევებში საჭე სწორად დაიჭირეთ.
  2. იყავით ყურადღებით მაშინ, როდესაც უახლოვდებით მოსახვევს თქვენი მხრიდან. თუ საპირისპიროდ მომავალი ავტომობილი არ შეანელებს სისწრაფეს და შეეცდება დაგასწროთ მოსახვევში შესვლა, მოცურდება და შეგეჯახებათ. (ხშირ შემთხვევაში). სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად დააკვირდით შექმნილ სიტუაციას და გადაწყვეტილება შემდგომ მიიღეთ.
  3. აჩქარება დაიწყეთ მაშინ, როდესაც გადაეწყობით ზოლიდან ზოლში და გასწორდებით მიმავალი ზოლის მიმართულებით.

  4. ნუ ისეირნებთ ნეიტრალურ სიჩქარეზე. ასეთ დროს კარგავთ სწრაფად აჩქარების შანსს, ხოლო მუხრუჭი გამოსავალი ყოველთვის როდია. შეიძლება მოცურდეთ…
  5. ნუ იხმართ მუხრუჭს მოსახვევში. აკონტროლეთ სისწრაფე.
  6. ყოველთვის დაიტოვეთ გამოსავალი. მაგალითად: თუ ეჭვი გეპარებათ გასწრების მანევრის უსაფრთხოდ შესრულებაში, ნუ დაიწყებთ მანევრს. ასეთი ნაბიჯი გადადგით მხოლოდ მაშინ, როდესაც 100%-ით ხართ დარწმუნებულნი.
  7. ჭადრაკული გასწრება ქალაქის ქუჩებში ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელსაც მძღოლები უშვებენ. შესაბამისად გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ქმედებით საფრთხეში აგდებთ თქვენს გარშემომყოფ უამრავ ადამიანს. მსგავსი მანევრი კანონითაც აკრძალულია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები