LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასათბურე მეურნეობა ”პლანტა” მიმდინარე წელს გაორმაგებულ მოსავალს ელის

630

სასათბურე მეურნეობა ”პლანტა” მიმდინარე წელს გაორმაგებულ მოსავალს ელის. როგორც ”ფორტუნას” თანაინვესტირების ფონდიდან აცნობეს, წლის ბოლოს „პლანტა“ მომხმარებლებს პომიდვრის სხვადასხვა ჯიშსაც შესთავაზებს.

„პლანტას“ სასათბურე მეურნეობის განვითარება თანაინვესტირების ფონდმა წამყვან ფრანგულ კომპანია “რიშელ ჯგუფთან” (Richel Group) პარტნიორობით 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რომლის ფარგლებში 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა.

2016 წელს პროექტის მეორე ფაზა განახორციელდა და „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია კი $21 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.planta

ევროპული დანადგარებით აღჭურვილ, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული კულტურები ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. დღეისთვის, „პლანტას” პროდუქციის შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი. გასულ სეზონზე, „პლანტას” სათბურებში წარმოებულმა პროდუქციამ 2,000 ტონა შეადგინა.

”მიმდინარე წლის ბოლოს „პლანტა“ მომხმარებლებს პომიდრვის სხვადასხვა ჯიშსაც შესთავაზებს, რომელიც ჩვენს სათბურებში წარმოებული კიტრის მსგავსად გამორჩეული იქნება თავისი მაღალი ხარისხით და განსაკუთრებული გემოთი. წინასწარი გათვლებით, პროდუქციის მოცულობის წლიური მაჩვენებელი 4 000 ტონას გადააჭარბებს”, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

ამჟამად, „პლანტას“ სათბურებში 108 ადამიანია დასაქმებული. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.

magti 5g