LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, შემთხვევების ზრდისთვის ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს – ჯანმო-ს წარმომადგენელი ახალ შტამ “ომიკრონზე”

66
გხბნ

„ომიკრონის“ გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, შემთხვევების ზრდისთვის ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტაკეში კასაიმ განაცხადა.

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ – რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციური, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საჭიროა ვირუსის მიმართ მიდგომის შეცვლა. როგორც ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს, მთავარია მზად ვიყოთ პოტენციურად უფრო გადამდები ვარიანტებისთვის.

“ომიკრონის” პირველი შემთხვევა ევროპაში 26 ნიემბერს, ბელგიაში გამოვლინდა. 

მას შემდეგ კი ქვეყნების რიცხვი თანდათან გაიზარდა. კერძოდ, ახალი შტამით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.

“ომიკრონი” აღმოჩნდა ესპანეთში, ფინეთსა და საბერძნეთში.

ახალი შტამი “ომიკრონი” 25-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

“ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო” – ცნობილია, რამდენ ხანში იქნება მზად „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები