LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელებები ხდება და სასწრაფოდ მივდივართ გურიაში, ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, წავიყვანთ სამ მოხალისეს“ – აკა სინჯიკაშვილი

179
აკა სინჯიკაშვილი

გურიაში, დიდთოვლობით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები ერთიანდებიან – „ფეისბუკში“ შეიქმნა ჯგუფი, რომლის მიზანიც მოხალისეების კოორდინაცია, დახმარების შეგროვება და მიწოდება, ასევე დაზარალებული ადგილების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და დამხმარე რესურსების მობილიზებაა.

„ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი… ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა“ – ლანჩხუთის მერი

სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილიც, რომელიც წერს, რომ ჯგუფთან ერთად გურიაში, მოქალაქეების დასახმარებლად მიემგზავრება და სურვილის შემთხვევაში, თან წაიყვანენ სამ მოხალისეს:

„მოხალისეობაც ძალიან საფრთხილო და საყურადღებოა!“ – გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები ერთიანდებიან

„საშინელებები ხდება და სასწრაფოდ მივდივართ გურიაში. ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. სასწრაფოდ საჭმელია დასარიგებელი, გადასათოვლია სახლები, გზა არის გასაკვალი.

წავიყვანთ სამ მოხალისეს. აღჭურვილი უნდა იყოთ შესაბამისად. სახლიც გვაქვს დასარჩენი. მომწერეთ და რამდენსაც შევძლებ, გიპასუხებთ.

2 000 ლარი გვაქვს და ფქვილს დავარიგებთ, დანარჩენზე მოგვეხმარეთ, რაც შეგიძლიათ.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი – #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი – #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili “ – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

გურიაში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვიდეო: „წყალზე, შუქზე და გზაზე აღარაფერს ვამბობ, საკვები პროდუქტიც გვეწურება, ბოლო წიწიბურას ვხარშავ, იქნებ გამოგვიგზავნოთ სამაშველო ერთ ადამიანს დავაბარებთ ყველაფერს“ – მოქალაქე ოზურგეთიდან მიმართვას ავრცელებს

საშინელებები ხდება და სასწრაფოდ მივდივართ გურიაში.ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. სასწრაფოდ საჭმელია დასარიგებელი,…

Posted by Akaa Sinjikashvily on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g