LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიში ნივთიერებები იმპორტირებულ საკვებში: რას ამბობენ სპეციალისტები?

344

იმპორტირებული პროდუქტის უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. როგორც გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება, სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარების შედეგად წლის განმავლობაში 18 000 ადამიანი სიმსივნური დაავადებით ავადდება. სპეციალისტების თქმით, პროდუქტი შესაბამისად არ მოწმდება, რაც ცალკე პრობლემას ქმნის. ამიტომ, საქართველოში შემოსული იმპორტირებული პროდუქტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და მეტი წილი ადგილობრივ წარმოებას დაეთმოს.

”რეზონანსთან” საუბრისას, იმპორტირებული პროდუქტის მავნებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ჩხეიძე. მისი თქმით, ყველა იმ პროდუქტს, რომელიც საზღვარზე შემოდის, შემადგენლობაში მითითებული აქვს მცენარეული ზეთი, რომელსაც ტექნიკური სახით იყენებენ და ადამიანისთვის საშიშია.

“საშინელი მდგომარეობაა ამ მხრივ. საკონდიტრო ნაწარმზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ადრე მითითებული იყო “შეიცავს მცენარეულ ზეთს”, რაც შენიღბულად იყო გამოყენებული. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი. ეს არის პალმის ზეთი, რომელიც ნატურალური ცუდი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში მას იყენებენ სხვადასხვა ტექნიკური სახით, რაც საკმაოდ საშიშია. მის შემადგენლობაში შედის ტრანსცხიმები. იგი ისეთი საშინელებაა, რომ სიმსივნურ დაავადებებს იწვევს”, – ამბობს ჩხეიძე ”რეზონანსთან” საუბრისას და დასძენს, რომ იმდენად არ არის სანდო იმპორტირებული პროდუქტი, რომ თუ კარგად არ იცნობს შემადგენლობას, ან კარგად არ ერკვევა საკითხში მომხმარებელი, საკმაოდ დიდია ალბათობა, შეცდომაში შევიდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები