LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიამოვნო სიურპრიზი „ბინდის“ ფანებს – წინ ახალი წიგნი გელოდებათ

253
Untitled-design-1-1

,,ბინდის” ავტორმა სტეფანი მეიერმა ახალი წიგნის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ახალი ნაწილი, „შუაღამის მზე“ აგვისტოში გამოვა და ის ედვარდ კალენის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ მწერალმა წიგნის წერა 12 წლის წინ დაიწყო, თუმცა, მალევე შეწყვიტა.

„ახლა ძალიან უცნაური პერიოდში აღმოვჩნდით და დარწმუნებული არ ვიყავი, იყო თუ არა ეს დრო შესაფერისი ახალი წიგნისთვის, თუმცა მაინც მგონია, რომ ბევრი თქვენგანი გავახარე“,– განაცხადა ავტორმა.

საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ბელასა და ედვარდის როლში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მსახიობებს, თუმცა, ახალი  წიგნის მიხედვით  ფილმს რომ გადაიღებენ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

მანამდე კი დაველოდოთ აგვისტოს და წიგნის ახალ ნაწილს,  რომელიც მართლაც საოცარი ემოციებით იქნება დატვირთული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები