LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიხარულო ინფორმაციაა.. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პამდემიას! – ნუგზარ სულაშვილი

350
nugzar-sulashvili-b-h

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნუგზარ სულაშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში მოღვაწეობს,  სოციალურ ქსელში COVID-19– ის სამკურნალო მედიკამენტებზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სულაშვილი წერს, მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

“სასიხარულო ინფორმაცია!!!

გუშინ გესაუბრებოდით იმ მედიკამენტების შესახებ რომელიც მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მოექცა COVID-19 დასამარცხებლად და აღვნიშნე, რომ ამ მედიკამენტის წარმოება წლის ბოლოს იგეგმებოდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) უკვე დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

მადლობა მეცნიერთა თავდადებულ შრომას.

ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას!!!”,- წერს ნუზარ სულაშვილი ფეისბუქში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g