LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიკი მკვლელობა: მამაკაცმა საკუთარი მამა ცივი იარაღით მოკლა

59

სამტრედიის რაიონში 50 წლის მამაკაცი შვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლა.

როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული პ.კ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას – 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g