საფრანგეთში კიდევ ერთი სასტუმრო-სასახლე გაჩნდა. Les Pres D’Eugenie-მ, რომელიც ბაზარს სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა – საპატიო სტატუსის მიღება შეძლო. კომისიამ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრისა და პარიზის მერისგან შედგებოდა – დაწესებულებას „სასახლის“ წოდება 5 წლის ვადით მიანიჭა. და მართლაც, სასტუმრო პატარა სასახლეშია განთავსებული და მისი ტერიტორია 7,6 ჰექტარს მოიცავს. ულამაზესი ნაგებობისა და მის გარშემო არსებული უნიკალური ბაღების მფლობელი ცნობილი შეფ-მზარეული და მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი მიშელ გერარია. ლუქს კლასის დაწესებულება მთლიანობაში 39 ნომერს და 4 განცალკევებულ ვილას მოიცავს და ერთი ღამის გათენების მინიმალური ღირებულება 270 ევროა. რაც შეეხება კატეგორია „სასტუმრო-სასახლეს“ – ის 2010 წლიდან არსებობს და მას განსაკუთრებული გეოგრაფიული მდგომარეობის მქონე 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს ანიჭებენ. გარდა ამისა, დაწესებულებას საინტერესო ისტორია და განსაკუთრებული მემკვიდრეობაც უნდა ქონდეს.