საპარტნიორო ფონდი ადგილობრივ კომპანია „ბლოკ ინვესტთან“ ერთად სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს.
როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, Park Inn by Radisson აშენება თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმრო „თორის“ ადგილზე იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება, სასტუმროში განთავსდება კაფე-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები და ა.შ.
საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და ფონდი გეგმავს შეავსოს ეს დეფიციტი.
სასტუმროს მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.