სასტუმროში, სადაც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ალფას“ სპეცრაზმი არ გაუგზავნია, – ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის უშიშროების სამსახურში განუცხადეს.
“სპეცრაზმ „ალფას“ სხვადასხვა ორგანოების მითითებების შესრულება შეუძლია, ის მხოლოდ უშიშროების სამსახურს არ ექვემდებარება”, – განაცხადა უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ.
უკრაინის გენერალური პროკურორის წარმომადგენლის ლარისა სარგანის განცხადებით, სასტუმროში სპეცრაზმის გაგზავნასთან დაკავშირებით მან არაფერი იცის.