LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირები ქაშუეთის ეკლესიასთან პარაკლისს აღავლენენ

33
1

“თბილისი პრაიდის”ღონისძიებების პარალელურად, სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ.

პარაკლისი რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან აღევლინება.

საქართველოს საპატრიარქო მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, ღონისძიებებს აპროტესტებენ “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები.

დილიდან დაძაბული ვითარებაა პარლამენტთან. აქციის ორგაიზატორები და მხარდამჭერები მიდიან “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებთან, ასევე პარლამენტთან და შენობებს სხვადასხვა ნივთს ესვრიან.

ცოტა ხნის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ, დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები და სასულიერო პირები ცდილობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g