LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაულები ხდება: “ამ კაცისთვის სიცოცხლის ბოლომდე გამოვაგზავნი 50 დოლარს” – ემიგრანტის ემოციური წერილი

361
BeFunky-collage (10)

რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა საკუთარი ინიციატივით დააფუძნა მოძრაობა, რომელიც გაჭირვებული ადამიანებისთვის სურსათ-სანოვაგის მიტანით არის დაკავებული.მას შემდეგ აღნიშნულ კამპანიაში არაერთი მოხალისე, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც ჩაერთნენ და ჩვენც, თითქმის ყოველდღიურად ვხდებით მოწმენი იმის, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია.

ის, რომ კამპანია უფრო მეტად იკრებს ძალებს, ამაზე გიგა მაქარაშვილის პოსტები მეტყველებს.

“სასწაულები ხდება

ეს ბაბუ ხომ გახსოვთ?

„აღარ მოგშივდება, ბერიკაცო“ – გაჭირვებული ადამიანების დახმარება გრძელდება

წუხელ გავიგეთ რომ შიოდა, ბევრი საკვები მივუტანეთ კარანტინის დროს და ახლა ამ წერილს ვიღებ

არ გაჩერდეთ, თქვენ გენაცვალეთ, არ გაჩერდეთ

 

მოძრაობა სირცხვილია

GE27TB7589236070100003

GE44BG0000000162241054

დანიშნულება: “ჰელფები”

ჩემო კარგო ქვეყანავ

ჰო, ჰოოო, ამდენ ოჯახში მივიტანეთ დღეს ბევრი საკვები და თბილი სამოსი

ყველაზე მაგარი იცით რა არის?

თქვენი გამოგზავნილი საკვები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს დაძმებთან, 15 ყველაზე შეჭირვებულ ოჯახში ჩავიდა

ჰო, რუსეთი ოკუპანტია და სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა!

არ გაჩერდეთ, თქვენ გენაცვალეთ, არ გაჩერდეთ

მოძრაობა სირცხვილია

GE27TB7589236070100003

GE44BG0000000162241054

დანიშნულება: “ჰელფები”

ჩემო კარგო ქვეყანავ” – წერს გიგა მაქარაშვილი.

“ერთმა ჩვეულებრივმა კარგმა კაცმა რაზმი შეკრიბა და ქვეყნის გადარჩენას შეუდგა”

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები