საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღე იქნება, სწავლა შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. საქართველოს ყველა სკოლაში სწავლის დაწყების ერთიანი თარიღი ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონით განისაზღვრა, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. კანონი 2017 წლიდან შედის ძალაში.