LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასწრაფოები იჭედება! ხალხოო გაგიჟდით?” – ია ფარულვა დედაქალაქში შექმნილ საცობებს ეხმაურება

228
BeFunky-collage (2)

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში „შავ პარასკევთან“ დაკავშირებულ შექმნილ საცობს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საცობები …შავი პარასკევი …სავსე მაღაზიები …..სასწრაფოები იჭედება!!!!!! ხალხოო გაგიჟდით,“ – წერს ფარულვა.

პოსტს კომენტარებში არაერთი გამოხმაურება მოყვა.

“ხომ მოიცვეს ტანსაცმელი და რა ენაღვლებათ, უჭირს თურმე ხალხს, არაფერი გვეშველება არაააა !!!!!! აბა საკუთარი თავები არ ეცოდებათ და ჩვენ შეგვიცოდებენ? შეგნების დონე -0 !”

“ეს ალბათ + – 30% -ია … 10 % საზღვრებს გარეთ იმოსება… კაი 20%-იც ემიგრანტების ზურგიით ცხოვრობს… ხოდაა ეს დედაატირებული 40% ხომ საჭმელს ვერ ყიდულოოობს… აი ამ 60 %-ისთვის არ გადაეხადათ 4 თვე გაზი,შუქი,წყალი და დაურიგონ საჭმლის ფულად გაჭირვებულეებს … რა გახდა”

“ხალხი არა, მთავრობა გაგიჟდა… ერთი კვირით ადრე რომ გამოეცხადებინა ლოქდაუნი, ამდენი ერთბაშად არ მიაწყდებოდა… თან შავი პარასკევიი… ხალხმაც ვერ გაიგოო რომ საქართველოში არ არსებობს შავი პარასკევი! არა! რეკლამით აგვიკლეს გორგიაში 50% ფასდაკლებააოო… ტითქმის ყველაფერზე 10% ეწერა”

“სამსახურამდე ძლივს მივაღწიე, ვერ გაივლი ისეთი ამბავია დღეს ყველგან… საინტერესო იქნება დღეს დაინფიცირებულთა რიცხვი”

„შავი პარასკევი და მაღაზიები კი არა გამხმარი პური მიდევს სრული სერიოზულობით და ხვალ ბავშვს დაბადების დღე აქ და ტორტის ფულიც კი არ მაქ რომ მაგით მაინც გავახარო. ეს არის ცხოვრება“

ვიდეო: ერთი დღე ორთვიან შეზღუდვამდე – უჩვეულო რიგები სავაჭრო ცენტრებთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g