როგორც ცნობილია, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები ორი თვით ამოქმედდება. მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, ყველა უამრავ სმს-ს ვიღებთ სხვადასხვა მაღაზიებში ფასდაკლებების შესახებ.
შესაბამისად არ დააყოვნა ქუჩებში საცობებმა და სავაჭრო ცენტრებთან რიგებმა. სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ფოტო და ვიდეო, რომელიც სავაჭრო ცენტრებში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ალბათ ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს ქვეყანაში, მაგრამ რიგში მდგომები სავარაუდოდ დარწმუნებული არიან, რომ ვირუსი არ არსებობს, ან თუ არსებობს, მათ ვერაფერს დააკლებს.