LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელევიზიო შოუს, „ახალი ხმის“ გამარჯვებულის, მარიამ ჩაჩხიანის სინგლის, „მახსოვს“ პრემიერა „ფორტუნა პლუსში“

153
მარიამ ჩაჩხიანი

მარიამ ჩაჩხიანის ახალი სინგლის – „მახსოვს“ რადიო პრემიერა შედგა. სიმღერა მომღერლის პირველი საავტორო ნამუშევარია.

  • ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დებიუტანტი ხარ. რატომ მოხდა, რომ აქამდე არ შემდგარა შენი სიმღერის პრემიერა რადიოში?

სამი წლიდან ვმღერი, ხუთი წლიდან კი სცენაზე ვდგავარ. დღემდე ვარ ბენდ – „გუფილენდის“’ წევრი. ჩემმა გრაფიკმა პირადი სივრცე დამაკარგვინა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკვე დრო იყო ჩემ თავზე მემუშავა და ქავერების გარდა, ორიგინალური სიმღერები მემღერა. ვრჩები ჯგუფში, თუმცა პარალელურად, აქტიურად ვუბრუნდები და ვაგრძელებ სოლო კარიერას.

  • საზოგადოებამ გაგიცნო სატელევიზიო შოუებიდან…

პირველად გამოვჩნდი მუსიკალური კონკურსის – The Voice of Georgia მეორე სეზონში, რომლის გამარჯვებული გავხდი. აქედან დაიწყო ყველაფერი… დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი ვიყავი. მალევე მასთან ერთად სხვადასხვა შოუში ბენდთან ერთად ვმღეროდი, შემდეგ იყო ჩემი ბენდი – ,,ჰელოუ”. ამის შემდეგ მოვხვდი Goofy Land-ში, სადაც უკვე 9 წელია ვარ და თავს ვგრძნობ ისე, როგორც ოჯახში.

  • მუსიკას ქმნი პატარა ასაკიდან. შეიძლება ითქვას, რომ შემსრულებლის გარდა, ხარ სიმღერების ავტორი?

კი, პატარა ასაკიდან ვწერდი. წლების წინ ამას ვერ ვიტყოდი მიუხედავად იმისა, რომ მქონდა რამდენიმე სიმღერა საიმისოდ, რათა ეს მეღიარებინა. თუმცა დღეს, ამ თემაზე შემიძლია თამამად ვისაუბრო, რადგან სიმღერა – ,,მახსოვს” ჩემი საავტორო ნამუშევარია.

  • სიმღერის შექმნის პროცესზე მოგვიყევი…

ეს სიმღერა 1 წლის წინ დავწერე. ყველა მუსიკოსმა იცის, რომ რაც უფრო მარტივია სიმღერა, მით უფრო რთულია მისი შექმნა, თუმცა ძალიან მარტივად დაიწერა ჩემ მიერ. მუსიკა და ტექსტი ჩემია, ზაზა ხუბუკელაშვილმა იმუშავა არანჟირებაზე, რომლის ნაწილზეც მეც მიმიძღვის წვლილი. წლების წინ მეგონა, რომ ქართული სიმღერა არ მიხდებოდა და არც მიფიქრია, რომ ქართულად ავმღერდებოდი, თუმცა სულ ტყუილად. ტექსტი სიყვარულზეა – წარმოვიდგინე სიყვარული ყველა ადამიანის ცხოვრებაში. როგორ მიგრირებს, როგორ არ გვეკითხება მოვიდეს თუ წავიდეს. სიყვარულის მიმოსვლაზეა, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოდ გადმოვეცი ამ სიმღერაში.

  • ხომ არ ფიქრობ კლიპის გადაღებას?

სიმღერის Lyric ვიდეო გავაკეთე, რომლის ანიმაციური გმირი მე ვარ. მონახაზი თავად დავხატე, როგორ ვხედავდი სიმღერის ფონს. ვიზუალი არ არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. ის ილუსტრატორს ეკუთვნის, დეტალების ამოძრავებაზე კი ანიმატორმა იმუშავა. მაქვს იდეა, რომ კლიპიც გადავიღო.

  • სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი…

მზად მაქვს რამდენიმე სიმღერა, რომელთაც უახლოეს პერიოდში დავააანონსებ და გამოვუშვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები