LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სატელიტის კადრების მიხედვით, 19 და 20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში არ დგას“ – მიხეილ რამიშვილი

367
BeFunky-collage (5)

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ დგას. ამის შესახებ მან “ფორმულას” გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

მისივე მტკიცებით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი.

“ზუსტად, 15 წუთის წინ მივიღე. არავინ არ იფიქროს , რომ ამას ვინახავდი, ეს არის ტერიტორია, სადაც მანქანა უნდა იდგეს”- თქვა რამიშვილმა.

რაც შეეხება სხვა დღეებს, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 18, 21 და 22 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია დადგენა, დგას თუ არა მანქანა.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს მიერ გადაგზავნილი მასალების დახმარებით, კოორდინატები, რაც ჩემს ხელთ იყო, იქნა გადამოწმებული”- თქვა რამიშვილმა.

ხოლო კითხვაზე, ვინ მიაწოდა მას ეს მასალა, ორგანიზაციას დაუკავშირდა ადვოკატი თუ კერძო პირს, რამიშვილი არ აკონკრეტებს.

“ეს არის მორიგი სპექტაკლი, ყველას ვთხოვ შვილები გადავარჩინოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ექსპერტიზას არ ენდობა

“სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! თქვენ თვითონვე აღიარეთ ჩემი შვილის მკვლელობა!- ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

აწი ჯოჯოხეთზე უარესი გელით…თამუნას მდგომარეობა სანატრელი გექნებათ სატანებო: ბაჩალიაშვილის დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g