LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის მორიგი სპექტაკლი, ყველას ვთხოვ შვილები გადავარჩინოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ექსპერტიზას არ ენდობა

218
BeFunky-collage - 2020-08-21T141926.761

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი 24-საათიან საგამოძიებო ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებს და აცხადებენ, რომ გამოძიება ცდილობს საკუთარი ვერსიის გამყარებას. მაწევანის მინდვრებში ხანგრძლივი ექსპერიმენტი უკვე დასრულებულია. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განმარტებით, ამ დრომდე არსებული მასალები იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ 23 წლის პროგრამისტს თავი არ მოუკლავს.

“სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მოთხოვნილი ექსპერიმენტია. შესაბამისად, რა შედეგსაც მოიტანს ამას ვნახავთ. ეს გამოჩნდება გამოძიების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში. აქ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი, ეს არის ორგანიზებული მკვლელობა” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა – მიხეილ რამიშვილი

“მორიგი სპექტაკლი” უწოდა გარდაცვლილის მამამ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს. მისივე თქმით, აღნიშნული საგამოძიებო პროცესი ვერ გასცემს პასუხს, იმაზე თუ რამდენი ხანი იმყოფებოდა ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში.

“ვითომ ექსპერიმენტს ატარებენ, ვითომ 4-5 დღე მანქანა აქ იყო. ეს ხომ ზღაპარია ყველაფერი. ვერ მოასწრეს ყველა კვალის წაშლა. ეს სპექტაკლია უბრალოდ. უკვე არაფერის არ მჯერა. კომპიუტერს შლი, ტელეფონს, ფეისბუქს, მოწმეებს აშინებ. ყველანაირად აქრობენ კვალს. ყველას ვთხოვ შვილები გადავარჩინოთ”, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

აღებული ნიმუშები გადაიგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქმის პროკურორის განცხადებით ექსპერტიზის შედეგები სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

magti 5g