ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ პროგრამას იწყებს, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ მტკიცებულებების დოკუმენტირებასა და ანალიზსს გულისხმობს.
„კონფლიქტის ობსერვატორიის“ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტი სატელიტურ სურათებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შეაგროვებს, რათა რუსეთს ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დააკისროს.
სახელმწიფო დეპარტამენტი შექმნის ონლაინ პლატფორმასაც, რომელიც საჯაროდ გააზიარებს შეგროვებულ ინფორმაციას.
ეს შეერთებულ შტატებს რუსეთის მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის ნებისმიერი მცდელობის უკუგდებაში დაეხმარება.