LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარი გვექნება იმაზე, თუ რა გეოპოლიტიკურ საფრთხეებს წარმოადგენს ევროპისთვის პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება: სალომე სამადაშვილი

111
სალომე სამადაშვილი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ოპოზიციის ლიდერებთანაც მართავს. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს და ევროსაბჭოს პრეზიდენტთან სასაუბრო თემის დეტალებზე ისაუბრეს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან გარდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა, საუბარი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხსაც შეეხება.

“ჩვენი მოთხოვნები საზოგადოებისთვის ცნობილია. ეს მოთხოვნები შეეხება – პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხებს. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა იმოძრაოს ქვეყანამ წინ, სწორად ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. გვექნება ასევე საუბარი იმაზე, თუ რა გეოპოლიტიკურ საფრთხეებს წარმოადგენს ევროპისთვის ამ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. აგრეთვე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან კი,  ამ წუთებში მიმდინარეობს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

 

mazda magti 5g