უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ „რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის“. მისივე განმარტებით, ევროკავშირი უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს.
„მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისათვის“, – ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.
Focused call with @JosepBorrellF on the current security situation. Confirmed: the package of heavy sanctions on Russia is prepared. The EU will make extra effort to provide Ukraine with political, financial support. Grateful for a resolute stance, readiness for decisive actions.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 11, 2022