ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ხელისუფლების სტრატეგია მაქსიმალურად წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაა, რაც მისივე განმარტებით, შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას შეინარჩუნოს ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობების გარკვეული დონე.
საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი
„საუბარია ლოკალურ წერტილოვან შეზღუდვებზე, რომელიც მობილობის შემცირების საშუალებას მოგვცემს. დღეს ჩვენთვის მთავარია მობილობა შემცირდეს, რათა სტაბილიზაციას მაინც მივაღწიოთ.
სტაბილიზაციის შემთხვევაში უკვე შესაძლებელი იქნება, სისტემამ გაუძლოს ამ დატვირთვას და შემდეგ უკვე ველოდოთ შედარებით კლებას. ჯერჯერობით, საუბარია მხოლოდ ლოკალურ შეზღუდვებზე.
შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, მოდიფიცირება შეიძლება შეეხოს, ანუ შეზღუდვის დრო გახანგრძლივდეს. ასევე, მგზავრების ნაკადების მართვა მოხდეს. ესეც სრული შეწყვეტის გარეშე, რათა აქტივობის გარკვეული დონე მაინც შენარჩუნდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.