LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საუბარში ახსენა, რომ ქირით უწევს ცხოვრება.. როგორც კი წამოვედით ეს ამბავი ბატონ თორნიკეს მივწერე და პასუხიც ზუსტად 1 წუთში მივიღე…“- თორნიკე რიჟვაძემ შინდისის გმირის დედას ბინა აჩუქა

192
329457147_214873331029873_7349965903680817796_n

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შინდისის გმირის დედას ბინა აჩუქა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინა ზოიძემ დაწერა.

„3 მარტი, ჩვენი დროის გმირის, შინდისის ბრძოლაში დაღუპული რომან ზოიძის დედას, ქალბატონ მაროს მივულოცეთ. დიდი სევდის და ტკივილის მიუხედავად საოცარი ატმოსფერო სუფევს გმირის ოჯახში, დედა მორიდებულად ამაყობს საკუთარი შვილის გმირობით. ქალბატონმა მარომ საუბარში ახსენა, რომ ბოლო წლებში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ქირით უწევს ცხოვრება…

…როგორც კი წამოვედით, ეს ამბავი მივწერე ბატონ თორნიკეს და პასუხიც ზუსტად 1 წუთში მივიღე.

დიახ, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ქალბატონ მაროს და ვუთხარი, რომ ბატონი თორნიკეს გადაწყვეტილებით გადაეცემა ბინა საკუთრებაში”, – წერს თინა ზოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g