LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საუბრობდა, რომ აუდიოჩანაწერები ჰქონდა, მთავარი ნივთმტკიცება მობილურშია” – რა მოთხოვნები აქვთ გაუჩინარებული რამაზ გერლიანის მეგობრებს

143
რეგულირების-შედეგად-სათამაშო-ბიზნესის-შემოსავლები-25-30-ით-შემცირდება-–

„მთავარი ნივთმტკიცება არის მობილურში. ჩვენთან პირად საუბარში საუბრობდა, რომ მთავარი ნივთმტკიცებები, აუდიოჩანაწერები ჰქონდა მობილურში და აუცილებელია, რომ ეს მონაცემები გასაჯაროვდეს, ჩვენც დავესწროთ ამ გახსნას, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის მეგობრებმა გააკეთეს.

ისინი ითხოვენ, რომ ოპერატიულად წარიმართოს საგამოძიებო საქმიანობები და რამაზ გერლიანის ადგილსამყოფელს მიაგნონ დროულად. ასევე, გამოძიება დაიწყოს რამაზ გერლიანის განცხადებასთან დაკავშირებით,  სადაც ის პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, სავარაუდო მიყურადებასა და თვალთვალზე საუბრობდა.

როგორც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის წევრმა, ირაკლი მაკალათიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  გერლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებიდან 35 დღის განმავლობაში არაერთხელ მიმართა სამართალდამცველებს და რეაგირებას ითხოვდა, მაგრამ რეაგირება იყო ნული.

„მთავარი ნივთმტკიცება არის მობილურში. ჩვენთან პირად საუბარში საუბრობდა, რომ მთავარი ნივთმტკიცებები, აუდიოჩანაწერები ჰქონდა მობილურში და აუცილებელია, რომ ეს მონაცემები გასაჯაროვდეს, ჩვენც დავესწროთ ამ გახსნას. აქ არის კიდევ მეორე საკითხი, არის მეორე მობილური და ლეპტოპი, რაც არა აქვს გამოძიებას, სადაც შესაძლებელია იყოს დამატებითი ინფორმაციები და შეიძლება მას მობილურიდან ნაწილი ინფორმაცია გადაეტანა კომპიუტერში. ამას ხშირად აკეთებდა და ეს ინფორმაცია უნდა იყოს ობიექტურად შესწავლილი“.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურს სამართალდამცველებმა მის ოფისში მიაკვლიეს.

პოლიციამ გერლიანის მობილურ ტელეფონს მიაკვლია – ვის მიმართავს წერილში გაუჩინარებული ექსპერტი

ახლობლების ინფორმაციით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ” – ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა

magti 5g