საუდის არაბეთმა კაფეებსა და რესტორნებში ჩილიმისა და თამბაქოს მოწევას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Al Arabiya ავრცელებს.
ქვეყნის მუნიციპალური და სოფლის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კორონავირსის გავრცელების პრევენციაა.
”ჩილიმი და თამბაქო აიკრძალა ქვეყნის ყველა კაფესა და რესტორანში. ეს არის სიფრთხილის ზომა, რათა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ“, – განაცახდა მინისტრმა.
აკრძალვა უკვე ამოქმედდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ერ-რიადში.
ახალი წესების დაცვას მუნიციპალიტეტის სპეციალური ინსპექტორები გააკონტროლებენ.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა