საუდის არაბეთმა წარმოადგინა აუდიტის მონაცემები ნავთობისა და გაზის მარაგებთან დაკავშირებით. DeGolyer და MacNaughton-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 2017 წლის ბოლოსთვის დამტკიცებულმა მარაგებმა შეადგინა 266,1 მლრდ ბარელი (36,2 მლრდ ტონა) ნავთობი და 324,4 ტრლნ კუბური ფუტი (9,2 ტრლნ კუბური მეტრი) გაზი.
ადრე საუდის არაბეთის დამტკიცებული მარაგები შეადგენდა 264 მლრდ ბარელ ნავთობსა და 307,2 ტრლნ კუბურ ფუტ გაზს.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი მცირდება, საუდის არაბეთი განაგრძობს ნედლეულის მარაგების გაზრდას. ქვეყანაში ნედლეულის მოპოვების დაბალი თვითღირებულების გათვალისწინებით, დამტკიცებული მარაგების გაზრდა – ეს არის წვლილი ნაციონალურ ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ღირებულებაში და მისი პოტენციური ფულადი ნაკადი. აღნიშნულ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ცნობისთვის, ბოლო, ანუ 2019 წლის 10 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 61,68 ( + 0,24) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,59 (+ 0,23) დოლარი/ბარელზე.