LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ”საირმის” წყლის რეალიზაცია დაიწყო

123

მიმდინარე წლის ივლისიდან საუდის არაბეთში ქართული კომპანია „საირმის” მინერალური და წყაროს წლის რეალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი სამეფოს 32 მილიონიან ბაზარზე შედის. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში 240 ათასი ბოთლია შეტანილი. პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია “Amlak Trading Est”-ია.

სამინისტროს ცნობითვე, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული პროდუქციის პოპულარიცაზია ხორციელდება და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება.

წყლის დეგუსტაციის მიზნით, ქართული მინერალური და წყაროს წყლის გარკვეული რაოდენობა ქალაქ რიადში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსხვილ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებსაც გადაეცა.

13595811_10207024228224863_676574833_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g