LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ყოველ ორ დღეში ერთ ადამიანს სიკვდილით სჯიან

82

გასულ წელს საუდის არაბეთში სიკვდილით 175 ადამიანი დასაჯეს, Amnesty International-ის ინფორმაციას გამოცემა The Independent ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რაოდენობა მთელ წელზე რომ გადანაწილდეს, ორ დღეში ერთ ადამიანს კლავენ.

სამეფოში 2015 წლის პირველ ექვს თვეში 102 მსჯავრდებული მოკლეს, მათ შორის არიან ბავშვები 18 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. სიკვდილით დასჯის შემთხვევებმა გასული წლის აგვისტოში მოიმატა და რაოდენობამ ზრდა ახალი მეფის, სალმანის მმართველობის პირობებშიც განაგრძო.

Amnesty-ს ინფორმაციით, 1985 წლის იანვრიდან დღემდე ქვეყანაში სიკვდილით სულ მცირე 2,208 ადამიანი დასაჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g