LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ადგილები ევროპაში სწრაფი წახემსებისთვის – რჩევები მოგზაურებს

420
travel-eating

„გასტრონომიული ვნებების“ დასაკმაყოფილებლად არაა აუცილებელი ფეშენებელურ რესტორანში მაგიდის ერთი თვით ადრე დაჯავშვნა, საკმარისია პატარა კაფეში შეიძინოთ სამხარი და სუფთა ჰაერზე მყუდრო ადგილას მოწყობილი ერთდროულად დატკბეთ კულინარიული შედევრებით და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებით.

ესპანური კიბე, რომი – მართალია, ძალიან რთულია რომში განმარტოვება, რადგან ყველგან მოვლენების ეპიცენტრში ხართ, მაგრამ ესპანურ კიბესთან ახლოს, რომელიც მე-18 საუკუნის ნამდვილ არქიტექტურულ შედევრად ითვლება, მაინც შეიძლება მყუდროდ კაფეში Alice Pizza-ში (Via di S.Basilio 56)  პიცის დაგემოვნება.

Hôtel de Soubise, პარიზი – პარიზის პრესტიჟულ რაიონში – მარეში ყოველთვის სასიამოვნოა გასეირნება და პატარა კაფეში წახემსება. საუკეთესოდ კი, L’As du falafel ითვლება des Rosiers-ს ქუჩაზე. შეუკვეთეთ ფალაფელები ბოსტნეულით, კუნჟუტით (იგივე სეზამის მარცვლები) და დაისვენეთ სუბიზის მამულში, მერე კი, საფრანგეთის ისტორიის მუზეუმში მოინახულეთ.

British Museum, ლონდონი – ბრიტანეთის მუზეუმის კიბეზე ყოველთვის შეგიძლიათ  ახალგაზრდა დიზაინერებთან, ოფისის თანამშრომლებთან და უბრალო მოგზაურებთან დამეგობრება, ნაცნობობის გაბმაში კი, მეზობლად მოთავსებული წიგნის მაღაზიის The London Review საკონდიტროში შეძენილი უგემრიელესი ღვეზელი დაგეხმარებათ.

Altes Museum Berlin, ბერლინი – ბერლინის უძველესი ფასტფუდ-კაფე 1949 წელს გაიხსნა, როცა მისმა მფლობელმა ჰერტა ჰოივერმა ინდური სუნელებით, კეტჩუპით ორიგინალური სოუსი მოამზადა და სარდელებთან ერთად ბრიტანელ ჯარისკაცებს გაუმასპინძლდა. რა თქმა უნდა, დღეს ე.წ. კარივურსტის დაგემოვნება ბერლინში ყველგან შეიძლება, მაგრამ ყველაზე მეტ სიამოვნებას მაინც კაფეში Carry61 მიიღებთ  Oranienburger-ის ქუჩაზე.

ნავილი, მილანი – იტალიის ყველაზე მოდური ქალაქის გული სწორედ ნავილია, რომელსაც ვენეცისთან არხების სიმრავლე ანათესავებს. შეიძინეთ ცნობილ კაფეში Bagels (Piazza Ventiquattro Maggio, 1/8) უგემრიელესი ღვეზელი ინდაურის ხორცით, თინუსით და დატკბით დაისზე ძველი მილანის არაჩვეულებრივი ხედებით.

კათედრალური ტაძარი, ჰელსიკნი – ჰელსინკის ძველ ბაზარში, სადაც ყოველდღე ეწყობა ფერმერთა ბაზარი, ყოველთვის მოიძებნება გემრიელი საცუცნავი. შეიძინეთ თინუსი მოთუშული კარტოფილით ან ქაშაყი შავი პურით, ხახვის სალათით და მოეწყვეთ კათედრალური ტაძრის უზარმაზარ კიბეზე, სადაც ყოველთვის გემრიელად წაიხემსებთ.

The Metropolitan Museum of Art, ნიუ-იორკი – ქალაქის მთავარი მუზეუმის კიბე თეატრალურ პარტერს ჰგავს, საიდანაც თავისუფლად შეიძლება ქალქის „გაკონტროლება“, თუმცა მანამდე მუზეუმიდან სულ რამდენიმე კვარტალში მოთავსებულ კაფეში Just Salad (663 Lexington Ave) შეიარეთ, საფირმო სალათი შეუკეთეთ და „ნიუ-იორკის ნამდვილ გემოსაც“ გაიგებთ.

 

magti 5g