ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ბიოლოგიური ქალიშვილი, შაილო ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ის საცეკვაო სტუდიიდან გამოდიოდა, მას თან კოლეგა და საუკეთესო მეგობარი, კოენ როუზი ახლდა.
ამ დღეს შაილოს „პუმას“ ბრენდის სპორტული ორეული და „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის შაილო, რომელმაც ცოტა ხნის წინ მამის გვარზე ოფიციალურად განაცხადა უარი, დღითიდღე მშვენდება. ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში უამრავი კომენტარი იწერება.
„საუკეთესო აიღო დედისგანაც და მამისგანაც“, „შაილო ყველაზე ლამაზი ვარსკვლავური ბავშვია“, „დედის ასლია“, – არ წყდება კომენტარები.
ვახშამი ავტომობილის კაპოტზე მეგობარ გოგოსთან ერთად – შაილო ჯოლი პიტის უსაყვარლესი ფოტოები