დედის დღესთან დაკავშირებით, ხვიჩა კვარაცხელიამ, სოციალურ ქსელში ოჯახური და თბილი კადრი გაავრცელა.
ფეხბურთელმა დედის დღე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ქალებს მიულოცა.
ხვიჩამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ოჯახურ გარემოში, დედასთან, მეუღლესთან – ნიცა თავაძესთან და პატარა დამიანესთან ერთად არის აღბეჭდილი.
„გილოცავთ დედის დღეს მსოფლიოში საუკეთესო დედებს
“ – წერს კვარაცხელია ფოტოს აღწერაში.

