LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო იდეა: მოხუცებულთა თავშესაფარი საბავშვო ბაღთან გააერთიანეს

1014

ვაშინგტონში მოხუცებულთა თავშესაფარი და საბავშვო ბაღი ერთ დაწესებულებად იქცა. ამიერიდან Providence Mount St. Vincent პატარებსა და ხანდაზმულებს ერთად უმასპინძლებს. ბავშვებისთვის ესაა უნიკალური შესაძლებლობა ბევრი რამ  ისწავლონ მოხუცებულებისგან, თავის მხრივ კი, ხანდაზმული ადამიანებისთვის პატარებთან გატარებული დრო საუკეთესო თავშესაქცევი გახდა.

ამ სახლში 400-მდე ხანდაზმული ცხოვრობს. პროგრამის ინიციატორი საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრია. 5 დღის მანძილზე პატარები დიდებთან მოდიან სტუმრად და მათთან ერთად გადიან ხატვის, მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების გაკვეთილებს, უყვებიან ერთმანეთს საინტერესო ისტორიებს და ერთად სადილობენ. სწორედ ამ თემას ეძღვნება ევან ბრიგსის დოკუმენტური ფილმი Present Perfect: „ფილმის გადაღებებმა მომცა საშუალება სხვა თვალით შემეხედა თაობებისთვის. მე მივხვდი, რამდენ რამეს ვკარგავთ ყოველდღიურად, როცა ამ ადამიანებს მარტო ვტოვებთ. ბავშვების მოსვლამდე მოხუცები ცოცხალ-მკვდრებს ჰგვანან და როგორც კი ეს პატარა ანგელოზები შედიან ოთახში, ისინი ახლიდან იწყებენ ცხოვრებას. თითქოს ზღვა ენერგია მოდის მათგან“-ამბობს რეჟისორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები