28 წლის ყოფილი მოდელი, რობ კარდაშიანის საცოლე ბლეკ ჩაინა ორსულობის დროს სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. ჯერ იყო და მან განაცხადა, რომ მომატებული წონა დისკომფორტს არ უქმნის. ამჯერად კი ვერაფერი მოიფიქრა და მედიის ყურადღების მისაქცევად თმა წითლად გადაიღება.
რეპერ Tyga-ს ყოფილი მეგობარი გოგონა და კარდაშიანების ოჯახის ახალი წევრი შავ სპორტულ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ყვითელი მანიკიურისა და ახალი თმის ფერის ფონზე ის უფრო ჰელოუინის გმირს ჰგავდა.