ძალადობდა თუ არა ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე წლების განმავლობაში – 53 წლის მოქალაქეს ოჯახის წევრის გაუპატიურების მუხლით ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. არ არის გამორიცხული, დღესვე სასამართლომ მისი აღმკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელოს.
გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. მამაკაცი თბილისში აიყვანეს.
წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის ადვოკატი.