LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

187
Untitled design

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ე. წ. „გავლენების აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას პოეტი რატი ამაღლობელი ეხმიანება.

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

რატი ამაღლობელის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ინსტიტუციურ რღვევას ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა. მისივე განცხადებით, ბრძოლა გრძელდება:

„სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ, სულ მალე კი სრულიად დაღლილ და უმოტივაციო ძალოვნების ანაბარა დარჩებიან.

როდემდე უნდა დაგიცვას პოლიციამ საკუთარი ხალხისგან. ეს რესურსი ყველაზე მალე მილევადია მათთვის. საპირისპიროდ კი დემონსტრანტების ადაპტაცია, მოტივაცია და გამკლავების ტაქტიკები მხოლოდ მზარდი იქნება, მათი რიგები მუდმივად შეივსება.

ამიტომაც „ოცნებამ“ ინსტიტუციურ რღვევას, ძალოვნების ხალხთან შეერთების შეუქცევად პროცესს, ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ „ოცნების“ საოკუპაციო რეჟიმთან ხანგრძლივ ომში, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და არავითარ შემთხვევაში საბოლოო. ბრძოლა გრძელდება ხელშესახებ, სხვა ბევრ და დიდ გამარჯვებებამდე. დღეს საღამოს 7 საათიდან ისევ რუსთაველზე“, – წერს რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

ვიოლა ფონ კრამონი „ოცნებას“: შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა – ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

ცნობისათვის, სანამ ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს პარლამენტში განიხილავდნენ, პირველი მოსმენით მიიღებდნენ და შემდეგ გაიწვევდნენ – რატი ამაღლობელმა აღნიშნული ინიციატივის შესახებ საკუთარი პოზიცია „ფორტუნასთან“ დააფიქსირა.

 

magti 5g