LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლა ფონ კრამონი „ოცნებას“: შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა – ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!

134
ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ .წ გავლენების კანონპროექტის გაწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნულს მიესალმება, თუმცა ამავდროულად, მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, შეწყვიტოს ხრიკების გამოყენება და ფოკუსირება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მოახდინოს:

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გაწვევაზე

„მივესალმები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით.

ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ისინი თავიდანვე მოუსმენდნენ ქართველ ხალხსა და მეგობრებს. ხალხის ხმის გაჩუმება არ შეიძლება, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

საქართველოს მთავრობავ, ახლა ფოკუსირება მოახდინეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე, შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეაჩერეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი. ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!“ – წერს „ტვიტერზე“ ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

 

mazda magti 5g