ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათეს გართულებას.
ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ უნდა დაელოდონ ექსპერტების დასკვნას.
„პაციენტი სარიანიმაციო განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, კონკრეტულად რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე, არ არის სატელევიზიო საუბრის თემა. შემიძლია, დავადასტურო, რომ მდგომარეობა მძიმეა. ასეთ შემთხვევაში რთული რეაქციის გამომწვევი მიზეზი არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ბრიტანეთის მონაცემების მიხედვით, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 5 მილიონიდან აღწერილია 41 შემთხვევა, უიშვიათესი გართულებაა, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს სხვა დამოუკიდებელი მდგომარეობა, რამაც შეიძლება, გამოიწვია მდგომარეობის გართულება, უნდა დაველოდოთ ექსპერტების დასკვნას.”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
“ხმა მიწყდებოდა, მე დღეს ამ საკითხზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ და განვიცდი” – ამირან გამყრელიძე
ექთანი თბილისში გადმოჰყავთ, მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა, ხელოვნურ სუნთქვაზეა – გამყრელიძე
