ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს საველე ჰოსპიტლების გახსნას.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საველე ჰოსპიტლებზე არის ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან დიდი სურვილი, ეს არ არის სამინისტროს მიზანი და ამოცანა, ვინაიდან არის საშუალება, საავადმყოფოებსა და სასტუმროში მოხდეს დამატებითი რესურსის მოძიება.
რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება: მთავრობა ხვალ გვეტყვის
მინისტრმა ასევე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ გარძელდება დაკვირვება ინფიცირებულთა კლების პროცესზე და როგორი იქნება მომდევნო პერიოდი და 2-კვირიანი შეფასების შემდეგ შეიძლება უფრო გამკაცრებული სქემის შემოღება, ან პირიქით – ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა.