სავიზო რეჟიმი რომც დააწესო, ხელისუფლება შემოშვებს იმათ ვინც არაა შემოსაშვები, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით განვითარების მექანიზმი არის ნორმალურ ხელისუფლების პირობებში სავიზო რეჟიმი, რომლითაც კეთდება “ბექგრაუნდ ჩეკი”
“ამ ხელისუფლების პირობებში ამას შინაარსი არ აქვს” – აცხადებს ჯაფარიძე
მისი თქმით, სავიზო რეჟიმიც რომ დააწესო, ეს ხელისუფლება შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვები არ არის და არ შემოუშვებს იმათ, ვინც შემოსაშვებია.
ამ განცხადებას ზურა ჯაფარიძე რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით აკეთებს. ამ მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც 10 000 ხელმოწერა აქვს.