LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწოლთან გაკრული მოგონებები საქართველოზე – გერმანელი ტურისტის ფოტო

1277
juli mori

გერმანელმა ჯული მორმა, ჯგუფში “გაატარე ზაფხული საქართველოში” საკუთარი საძინებელი ოთახის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ფოტოზე ჩანს, მან საწოლის თავზე ნათურებითა და სურათებით, საქართველოს რუკა ააწყო.

სურათები რუკაზე რეგიონების მიხედვითაა გადანაწილებული.

ჯული მორიმ ჩვენს ქვეყანაში 2 წელი გაატარა და ამბობს, რომ ამ დროში, უამრავი საოცარი მოგონება და თბილი ემოცია დააგროვა.

“უბრალოდ მინდოდა ეს თქვენთვის გამეზიარებინა. ეს კოლაჟი ჩემი საწოლის თავზე გავაკეთე, ასე რომ, საქართველო ყოველთვის ჩემთან იქნება. ჩემი გული სავსეა თბილი და საოცარი მოგონებებით, რომელიც საქართველოში 2 წლიანი ცხოვრებისას დამიგროვდა. ბევრი ვიმოგზაურე, შესაბამისად ამ რუკაზე რეგიონების მიხედვით დავიტანე ჩემი სურათები. როგორც ხედავთ, ოზურგეთში ყველაზე მეტი ფოტო მაქვს, ეს იმიტომ რომ სწორედ ოზურგეთში ვცხოვრობდი. სალამი და სიყვარული ბერლინიდან,” – წერს ჯული მორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები