LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი კვლავ გაძვირდა

132

საწვავის ფასი, საქართველოში არსებულ ნავთობკომპანიებში, კვლავ იმატებს. ფასები ამჯერად, 3-10 თეთრამდე კორექტირდა.

როგორც ”ფორტუნას” სოკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა განუცხადა, დღეს დილას ქსელში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება 5 თეთრით გაიზარდა.

”2016 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა ნავთობის ფასი ახლა. გარდა ამისა, ლარი კურსიც მერყეობს. იძულებულები გავხდით ფასები 5 თეთრით გავზარდოთ”, – განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

“ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურზე ფასები თითქმის ყველა ტიპის საწვავზე შეიცვალა. ევრო რეგულარი 1.64 ლარი  გახდა, სუპერი 1.95 ლარიდან 2.04-მდე გაიზარდა.

ფასები გაიზარდა GULF-ის ბენზინგასამართ სადგურზეც. როგორც მათ ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ყველა ტიპის საწვავზე ფასმა 5 თეთრით მოიმატა. G force პრემიუმის ფასმა 1.87 ლარი შეადგინა, G force  ევრო რეგულარი 1.77 გახდა; ევრო რეგულარი 1.69; G force ევრო დიზელი 1.65, ხოლო ევრო დიზელი 1.69.

თუმცა, არის ბენზინგასამართი სადგურები, რომლებსაც ფასები ჯერ არ გაუზრდიათ.

როგორც ”ფორტუნას” “ლუკოილიდან” აცნობეს, მათ 17 ოქტომბრის შემდეგ, ფასების კორექტირება არ მოუხდენიათ.

”ველოდებით მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და ლარის კურსის ცვლილებებს. ჯერჯერობით, ფასების ზრდა დაგეგმილი არ არის”, – განაცხადეს “ლუკოილის” პრესასთან ურთიერთობის სამსახურში.

მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობი კვლავ ძვირდება. 2016 წლის 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,55 (+ 0,62)   დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  49,78 (+ 0,77) დოლარი/ბარელზე.

საწვავის ფასი საქართველოში 17 ოქტომბერსაც 3-5 თეთრამდე გაიზარდა. შესაბამისად, 10 დღის მანძილზე ბენზინის ფასი საშუალოდ, 10 თეთრამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g